ჩვენი სტუდენტები
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ინფორმატიკის პროგრამის სტუდენტი - მარიამ მწარიაშვილი.
"2017 წლიდან ჩემი გზა განათლებისკენ ბევრად საინტერესო გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩავაბარე. სწავლის დაწყების პირველივე სემესტრი სავსე იყო საინტერესო კურსებით, რომლებმაც გამაცნო ამ სფეროს სხვადასხვა მიმართულება, რაც დამეხმარა შემგდომში საკუთარი სურვილით ამერჩია ის საგნები, რომლებიც ჩემთვის ყველაზე საინტერო იყო. სწორედ ამან მომცა შესაძლებლობა პირველივე წლიდან დამეწყო იმ ცოდნის შეძენა, რაც კონკრეტულ სფეროში დასაქმებას შეუწყობდა ხელს.
გარდა სასიამოვნო გარემოსი და ყველა იმ საჭირო მოწყობილობებლით აღჭურვილი ლაბორატორიებისა, რომლებიც სასწავლო პროცესს გვიმარტივებს, უნივერსიტეტი გვთავაზობს არაერთ შესაძლებლობას მოვიპოვოთ საერთაშორისო სერტიფიკატები, რომლებიც კარიერულ წინსვლაში, განსაკუთრებით საერთაშორისო კომპანიებისთვის, საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ერთ-ერთი ასეთი Microsoft სერტიფიკატის გამოცდაზე (რომელიც უნივერსიტეტმა საკუთარ სტუდენტებს დაუფინანსა) მოპოვებული ქულით მოვხვდი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა შორის, რის შემდეგაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლამ ჩემი New York_ში მოგზაურობა და ჩემპიონატში მონაწილეობა სრულიად, 100%_ით დამიფინანსა.
დღეს ვარ მესამე კურსზე, მაქვს სწავლის სრული დაფინანსება, სტიპენდია ყველა გასული წლისთვის და ვმუშაობ საკუთარი პროფესიით საერთაშორისო ბრიტანულ კომპანიაში, რომლის შესახებაც ინფორმაცია ისევ და ისევ ჩემი უნივერსიტეტისგან მივიღე. ამ ყველაფერთან ერთად ჩვენი ლექტორები, პროგრამის ხელმძღვანელი, დირექტორი, თანამშრომლები და ზოგადად უნივერსიტეტში არსებული მეგობრული გარემო ბევრად სასიამოვნოს და საინტერესოს ხდის ამ საკმაოდ რთულ მუშაობის პროცესს.
ამიტომ, #თუსწავლაგინდა, მოდი საქართველოს უნივერსიტეტში!"