ჩვენი სტუდენტები
ნატა გოგოლაშვილი"საქართველოს უნივერსიტეტი ეს არის ადგილი, სადაც იწყება ჩემი ისტორია, ისტორია იმისა, როგორ შეიძლება გახდე წარმატებული #თუსწავლაგინდა! მეცნიერებათა და ტექნოლოგიების სკოლაში ვარ მათემატიკის პროგრამის ლექტორი-სტუდენტი, რაც საშუალებას მაძლევს, ცოდნა ჩემს თანატოლებს გავუზიარო. 2018 წლიდან ჩართული ვარ საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერ - გიორგი ტეფნაძის სამეცნიერო კვლევაში: "ფურიეს მწკრივთა თეორია: ჰარდის მარტინგალური სივრცეები, ორობითი ანალიზი ლოკალურად კომპაქტურ აბელის ჯგუფებზე". ასევე სტაჟირებას გავდივარ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში თემაზე: "უოლშ-ფურიეს მწკრივების კრებადობა და შეჯამებადობა მარტინგალურ ჰარდის სივრცეებზე" ( No. YS-18-043). საქართველოს უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც თავდაუზოგავად ზრუნავენ თითოეული სტუდენტის განვითარებასა და წინსვლაზე. ადგილი, სადაც შეგიძლია აღმოაჩინო და განავითარო შენი შესაძლებლობები და ირწმუნო საკუთარი თავის. ჩემი ისტორია გრძელდება საქართველოს უნივერსიტეტში!" |