ჩვენი სტუდენტები
ნინი მიქაძესაქართველოს უნივერსიტეტმა, პირველ რიგში, მომცა კარგი განათლება, საგრძნობლად გამიღრმავა ცოდნა, შემმატა თავდაჯერებულობა, გამხადა დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც თავისუფალი არჩევნის უფლება ეძლევა. საქართველოს უნივერსიტეტმა განმივითარა უნარები, რომლებსაც არა მარტო საქმიან ურთიერთობებში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოვიყენებ. სამი წლის განმავლობაში საშუალება მომეცა შევხვედროდი საინტერესო და თავიანთ საქმეში პროფესიონალ ლექტორებს. უნივერსიტეტმა მასწავლა, თუ როგორი თავდაუზოგავი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ წარმატებული ადამიანი გახდე. უფრო მეტად აღმიძრა ინტერესი საზოგადოებრივი და ჰუმანიტარული სპეციალობების მიმართ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებს კარიერული წინსვლის პერსპექტივით უზრუნველყოფს. ეს არის ადგილი, სადაც შექმნილია მყუდრო, საინტერესო და კომფორტული გარემო სტუდენტებისთვის. ის გაძლევს შანსს, გახდე განათლებული, კონკურენტუნარიანი და ჩამოყალიბებული ადამიანი. დღეს ძალიან ამაყი ვარ და მიხარია, რომ 2014 წელს სწორი არჩევანი გავაკეთე და საქართველოს უნივერსიტეტში ჩავაბარე, რადგან მისგან მიღებულმა შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა |