ჩვენი სტუდენტები
მარიამ ზარიძედღესაც არ დამავიწყდება ჩემი რეაქცია, პირველად, რომ შევედი ეზოში და დავინახე ჩემი უნივერსიტეტი, თავი სხვა ქალაქში მეგონა იმდენად განსხვავებული იყო არქიტექტურულად. გარეთ არსებული ჭორები კი სრულიად გამიქრა მას შემდეგ რაც პირველ ლექციას დავესწარი. ჩემზე ბედნიერი იმ მომენტში არავინ იყო. საქართველოს უნივერსიტეტში სწავლა ჩემთვის არის შანსი ჩემი ცხოვრება შევცვალო უკეთესობისკენ. ვფიქრობ ის მთლიანად სტუდენტზე და სტუდენტურ ცხოვრებაზეა მორგებული, გაძლევს სრულ განათლებას, ამავდროულდ განტვირთვის საშუალებას, ეს აქტიური სტუდენტური ცხოვრებაა, სადაც ხელს გიწყობენ განვითარდე პიროვნულადაც. საბოლოოდ ვიტყვი იმას რომ დღეს ჩემი დაც ჩემივე რეკომენდაციით საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტია და მასთან ერთად გაიზიარებს ყველა იმ წარმატებას რასაც ჩვენი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს... ის არ ჩერდება და ყოველთვის გვთავაზობს სიახლეს. |