ჩვენი სტუდენტები
თამარ იაშვილივთვლი, რომ მაგისტრატურის საქართველოს უნივერსიტეტში გაგრძელება ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში! ეს არის ადგილი, სადაც შეუძლებელია პასიური სტუდენტი იყო, სადაც შრომა ფასდება და მთელი უნივერსიტეტისგან საოცარ მხარდაჭერას გრძნობ. 2 წლის განმავლობაში სამ საერთაშორისო იმიტირებულ შეჯიბრში მივიღე მონაწილეობა, ვიმოგზაურე სამ სხვადასხვა ქვეყანაში უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით, მივიღე უდიდესი ცოდნა და გამოცდილება, შევიძინე უამრავი ახალი მეგობარი! საქართველოს უნივერსიტეტმა დასაქმების შესაძლებლობაც მომცა და საერთაშორისო ბიზნეს სამართლის ინგლისურენოვანი პროგრამის ასისტენტი ვარ, საიდანაც, დამატებით, ძალიან ბევრს ვსწავლობ და დიდ გამოცდილებას ვიღებ. |