სიამაყით გვსურს გაცნობოთ რომ საქართველოს უნივერსიტეტი ოფიციალურად გახდა ENHANCE-GSL პროექტის კოორდინატორი, რომელიც დაფინანსებულია Erasmus + მიერ. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი გამოხატავს უნივერსიტეტის მიზანს, ხელი შეუწყოს მდგრად პარტნიორობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საზოგადოებას შორის.
ENHANCE-GSL კონსორციუმი შედგება 6 პარტნიორისგან 4 სხვადასხვა ქვეყნიდან (2 საქართველოდან, 2 სიერა ლეონედან, 1 ხორვატიიდან და 1 სლოვაკეთიდან) და 5 ასოცირებული პარტნიორისაგან 3 სხვადასხვა ქვეყნიდან (2 საქართველოდან, 2 სიერა ლეონედან და 1 ხორვატიიდან).
პარტნიორები
ასოცირებული პარტნიორები
რა არის ENHANCE-GSL?
პროექტი “თემთან ჩართულობის მდგრადი განვითარების შესაძლებლობების გაზრდა საქართველოსა და სიერა ლეონეს მაგალითზე“ მიმართულია უნივერსიტეტების აქტიური როლის გაძლიერებაზე საზოგადოებაში, რაშიც ძირითადი ყურადღება თემთან ჩართულობას ეთმობა. სიერა ლეონესა და საქართველოს მაგალითებზე დაყრდნობით, პროექტი მიზნად ისახავს სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში დაგროვილი გამოცდილებების გამოიყენებას თემთან ჩართულობის ადაპტირებადი სტრატეგიების შესამუშავებლად. პროექტის ზოგადი მიზანია ორივე ქვეყანაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საზოგადოებებს შორის კავშირის გაძლიერება. ძირითადი შედეგები მოიცავს უნარ-ჩვევების განვითარებას, რესურსებისა გაზრდას და სპეციალიზებული ერთეულის ჩამოყალიბებას, რაც აუცილებელია უნივერსიტეტებისთვის იმისთვის, რომ დაამყარონ და შეინარჩუნონ გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი ურთიერთობები ადგილობრივ თემებთან.
ეწვიეთ ვებგვერდს: http://enhance.ug.edu.ge/
