ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები

ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა აცხადებს მსმენელთა მიღებას მოკლევადიან სასერთიფიკატო კურსების ციკლზე "გამოყენებითი ეპიდემიოლოგია და ბიოსტატისტიკა". კურსი შემუშავებული და დამტკიცებულია საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის საბჭოს მიერ. კურსი განკუთვნილია მაგისტრანტებისა და დაინტერესებული პირებისთვის.

 

კურსის ჩატარების ვადებია:
"გამოყენებითი ეპიდემიოლოგია და ბიოსტატისტიკა I "   2023 წლის ოქტომბერი-ნოემბერი;

"გამოყენებითი ეპიდემიოლოგია და ბიოსტატისტიკა II "  2024 წლის თებერვალი-მარტი

"გამოყენებითი ეპიდემიოლოგია და ბიოსტატისტიკა III " 2024 წლის აპრილი-მაისი


თითოეული ციკლი მოიცავს 12 საკონტაქტო საა და შედგება ოთხი სამსაათიანი ლექციისგან, რომლებიც ტარდება კვირაში ერთხელ, შაბათს ან კვირას; სრული კურსი ფარავს ბიოსტატისტიკისა და ეპიდემიოლოგიის საფუძვლებს, 

 

"გამოყენებითი ეპიდემიოლოგია და ბიოსტატისტიკა I" - განიხილავს ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისიკის საწყისებს. განმარტავს მათ პრაქტიკულ მნიშვნელობას და წარმოაჩენს მუშაობის ინსტურმენტებსა და მეთოდებს, მათი გამოყენების არეებს დაწესებულების, პოპულაციის, ქვეყნისა და გლობალურ დონეზე.

 

თეორიულთან ერთად, კურსი მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოებს და დავალებებს, რომელიც მსმენელებმა უნდა შეასრულონ კვირის განმავლობაში. კურსის დასასრულს  ბარდება დავალება და კეთდება პრეზენტაცია.

 

კურსებზე მიღება მოხდება გასაუბრების შედეგად.

 

კურსს წარუძვებიან საქართველოს უნივერსიტეტის, ჰაიდელბერგისა (გერმანია) და ტრომსოს არქტიული უნივერსიტეტის (ნორვეგია)  სპეციალისტები.

 

ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია. 

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

კურსის ერთი ციკლის ღირებულება შეადგენს 350 ლარს. საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის კურსი  დაფინანსებულია სასკოლო გრანტის ფარგლებში. 

 

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ CV, პირადობის მოწმობის ასლი და დიპლომის ასლი.

 

მსმენელის რეზიუმე (CV) უნდა მოიცავდეს სამოტივაციო წერილს.

კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 20 ოქტომბერი.

 

საკონტაქტო პირი: ბესიკ ლუხუტაშვილი, ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი.

ელ. ფოსტა: besik.lukhutashvili@ug.edu.ge

მობ.: 577 46 92 96; 599 88 44 13.

 

 









ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი