სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე:
,,გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატია"
კურსი ტარდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისისა და საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის მხარდაჭერით. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
კურსს ახორციელებს ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტი.
კურსი სრულად დაფინანსებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მიერ.
კურსი განკუთვნილია:
· საზოგადოებრივი და გლობალური ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის;
· დიპლომატებისთვის;
· საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულთათვის;
· არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებულთათვის;
· სხვა სპეციალობის პირებისთვის, ვისაც სურს მომავალში გლობალური ჯანმრთელობის პოლიტიკის მიმართულებით მუშაობა.
კურსზე წაკითხული და განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
· გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატიის შესავალი
· გლობალური ჯანმრთელობის პოლიტიკური კონტექსტი
· გლობალური ჯანმრთელობის ეკონომიკა
· გლობალური ჯანმრთელობის მთავარი მოთამაშეები და გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატიის მაგალითები
· გლობალურ ჯანმრთელობის გამოწვევები და მართვის საერთაშორისო ინსტრუმენტები
· გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატიის სამართლებრივი გარემო
სწავლების მეთოდები:
ლექცია-პრაქტიკული, ჯგუფური სამუშაოები, დისკუსია, სიტუაციური ამოცანების განხილვა, კრიტიკული ანალიზი, მიზნობრივი ლიტერატურიდან რეფერირება, პრეზენტაცია.
შეფასების კრიტერიუმები:
დასწრება, წერითი გამოცდა.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ:
· აღწერონ და გააანალიზონ გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატიის შესაძლებლობები, არსებული გამოწვევები და მოქმედების საზღვრები.
· წარმოადგინონ და კრიტიკულად განიხილონ დიპლომატიური, ფინანსური და გეოპოლიტიკური კონტექსტი, რაც საფუძვლად უდევს გლობალური ჯანმრთელობის სფეროში გადაწყვეტილებების მიღებას.
· განსაზღვრონ და შემდგომ ახსნან გლობალური ჯანმრთელობის სფეროში მრავალი და სხვადასხვა პროფილის მოთამაშის როლი.
კურსის ხანგრძლივობა და ადგილმდებარეობა
კურსი მოიცავს 23 საკონტაქტო საათს.
კურსი დაიწყება 2024 წლის 8 აპრილს და დასრულდება 2024 წლის 13 აპრილს. სამუშაო დღეებში შეხვედრები ჩატარდება 19:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე, შაბათს 11:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე.
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის ახალი კორპუსი, ქავთარაძის 21ა, ჩიხი 4, IV სართული .
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 31 მარტი.
რეგისტრაციის გასავლელად აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1. პირადობის მოწმობის ასლი.
2. მსმენელის რეზიუმე/CV.
3. დიპლომის ასლი, ან ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, შეავსოთ ლინკზე მოცემული სარეგისტრაციო ფორმა:
კურსს გაუძღვებიან:
· ამირან გამყრელიძე, MD, PhD - პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა, გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტის დირექტორი
· ნათია სხვიტარიძე, MD, MBA, PhD(c) - ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის ასისტენტ-პროფესორი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონსულტანტი
· ქეთევან გოგინაშვილი, MSc, MHA, PhD - ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის ასისტენტ-პროფესორი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, პოლიტიკის სამმართველოს უფროსი
· ლელა სტურუა, MD, MPH, PhD, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი
· ნანა ქავთარაძე, MD, MPH, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი
· ნია გიუაშვილი, MD, MPH, PhD(c) - ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის ასისტენტ-პროფესორი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონსულტანტი გარემოს ჯანმრთელობის დარგში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვისა და JCI აკრედიტაციის მენეჯერი
· თამარ აბულაძე, სამართლის მაგისტრი, PhD(c) - დაავადებათა კოტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თამბაქოს კონტროლის ჯგუფის იურისტი
საკონტაქტო პირები: მირანდა ნონიკაშვილი, პროგრამის კოორდინატორი
ბესიკ ლუხუტაშვილი, ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი
ელ. ფოსტა: m.nonikashvili@ug.edu.ge