სიახლეები
სასერტიფიკატო კურსი
„კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) აუდიტი“
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა აცხადებს მიღებას
GDP აუდიტის სასერტიფიკატო პროგრამაზე. სასწავლო კურსის მხარდამჭერია „საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია“.
ევროკომისიის მიერ განსაზღვრული კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (EC GDP) სახელმძღვანელოს (2013/C 343/01) თანახმად უნდა არსებობდეს ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემა და შესაბამისი კონტროლის მექანიზმები სადისტრიბუციო ჯაჭვში ყველა პარტნიორისა და სერვისის მომწოდებლისთვის (როგორიცაა მწარმოებლები, საბითუმო რეალიზატორები, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებისა და სერვისის მომწოდებლები).
მსმენელები შეძლებენ გაეცნონ და გაათვითცნობიერონ შემდეგი საკითხები:
· აუდიტის პრინციპები
· აუდიტის ტიპები და მათი ჩატარების მიზეზები
· აუდიტის დაგეგმვა და მომზადება აუდიტისთვის
· აუდიტის ჩატარების ეტაპები
· აუდიტის ტექნიკა
· დარღვევა-ნაკლოვანებების იდენტიფიცირება
· შეუსაბამობების რეფერირება და კლასიფიცირება
· აუდიტის ანგარიში
· აუდიტის შემდგომი ღონისძიებები
კურსი განკუთვნილია:
პასუხისმგებელი პირებისთვის, ხარისხის მენეჯერებისთვის და აუდიტში ჩართული ან/და აუდიტით დაინტერესებული სხვა პირებისთვის
სასწავლო კურსზე დასწრების წინაპირობა:
მსურველი უნდა ფლობდეს ცოდნას GDP სახელმძღვანელოს მოთხოვნების მიმართებით.
სწავლების მეთოდები:
· ინტერაქტიული ლექციები, ჯგუფური სამუშაოები, დისკუსიები, ქეისების განხილვა, შესაბამისი ლიტერატურიდან რეფერირება, მოდელირება.
შეფასების კრიტერიუმები:
· სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა წერითი გამოცდის ჩაბარება.
· წერითი გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი.
· წერითი ტესტის ტიპები: ღია/დახურული ტიპის ტესტები და ჭეშმარიტია/მცდარია ტიპის ტესტები; გამოტოვებული ადგილების შევსება; განმარტება; მოდელირება.
სასწავლო პროგრამის გრაფიკი:
სწავლების ხანგრძლივობა: 4 დღე, 12 საკონტაქტო საათი.
სასწავლო საათები: 19:00 საათიდან 22:00 საათამდე.
კურსი ჩატარდება 2024 წლის 15 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით.
კურსის ღირებულებაა 1200 ლარი. გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით.
საბანკო რეკვიზიტები:
რეგისტრაციის გასავლელად აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი საბუთები:
1. CV.
2. პირადობის მოწმობის ასლი.
3. სწავლის საფასურის გადახდის საბუთი.
დოკუმენტები უნდა გამოგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე:
საკონტაქტო პირი: ბესიკ ლუხუტაშვილი, ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი
ელ. ფოსტა: besik.lukhutashvili@ug.edu.ge
მობ.: 577 46 92 96; 599 88 44 13