ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები

 საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა

აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე:

 

მონაცემთა დიდი  ბაზების ფორმირება და ანალიზი ჯანდაცვაში

I ნაწილი

(მონაცემთა ანალიზი Stata და R-ის

სტატისტიკური პროგრამების გამოყენებით)

 

მოკლევადიანი კურსი დამტკიცებულია საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის საბჭოს სხდომის ოქმით N 30-24/10.05

კურსი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტის ხელშეწყობით, სკოლის უწყვეტი განათლების ტრენინგ ცენტრის ბაზაზე. კურსზე მიიღებიან დარგობრივი თანამშრომლები, სტუდენტები, გარდა საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისა.

მიზანი:

მსმენელებს მისცეს სისტემური ცოდნა და შესაბამისი უნარები სტატისტიკური პროგრამების Stata და R-ის გამოყენებით  ჯანდაცვის მონაცემთა დიდი ბაზების დამუშავებისა და სათანადო ანალიზისთვის

განხილული საკითხები და მეთოდები:

კურსის განმავლობაში მსმენელები გაეცნობიან მონაცემთა დამუშვების პრინციპებს, ცვლადების კოდირებას, რეკოდირებას, ფორმატირებას, გასუფთავებას, შედეგების გამოყავნას და ინტერპრეტირებას ჯანდაცვითი პრაქტიკული ქეისების მიხედვით, შესაბამიად,  მონაწილეები შეძლებენ სათანადო, რელევანტური დასკვნების გამოტანას მონაცემების ანალიზის შემდეგ და შედეგების ინტერპრეტაციას.

კურსის განმავლობაში განხილული იქნება აღწერილობითი, შემაჯამებელი სტატისტიკა და ანალიზი, ასევე მოხდება ანალიტიკური სტატისტიკური მეთოდების საბაზისო მიმოხილვა.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილე შეძლებს იმუშაოს დამოუკიდებლად მონაცემთა დამუშავება, გასუფთავება, ცვალდების კოდირების მიმართულებით, შეძლებს სხვადასხვა ბაზების ერთმანეთთან დაკავშირებას და შესაძლო პრობლემების აღმოჩენა/აღმოფხვრას. მონაწილეს ექნება უნარი გააანალიზოს მცირე და დიდი მოცულობის ბაზები, შეიმუშაოს ე.წ. codebook, მონაცემთა ანალიზის გეგმა და დაამუშაოს მონაცემთა ბაზა აღწერილობითი სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით.

მონაწილეებს აქვთ საშუალება იმუშაონ რეალურ, მეორად, დეპერსონალურ მონაცემებზე, რის საფუძველზეც შეძლებენ დასკვნების გამოტანას.

კურსი შედგება 8 შეხვედრისგან. ყოველი მომდევნო შეხვედრისთვის მონაწილეებს აქვთ ვალდებულება მოამზადონ დავალებები შესაბამის, გავლილ თემაზე. დასამუშავებელ მონაცემებს და ფაილებს დავალებების მოსამზადებლად, კურსის ხელმძღვანელისგან მიიღებენ.

მეთოდები და შეფასების სისტემა:

ლექცია-სემინარი,  საშინაო დავალებების შესრულება-წარდგენა, და პრაქტიკული სამუშაოები- პრაქტიკული მაგალითების შესრულება ადგილზე

კურსის განმავლობაში სრულდება 4 დავალება, თითოეული 12 ქულიანი, სულ 48 ქულა. ადგილზე აქტივობა - 16 ქულა, თითოეული დღე ფასდება მაქსიმუმ 2 ქულით. შემაჯამებელი დავალება  პრეზენტაციით- 36 ქულა ( მ.შ. 20 დავალება და 16 პრეზენტაცია).  ყველა კომპონენტში სავალდებულოა 50% -ს გადალახვა.

51 ქულისა და მეტის დაგროვების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

შეხვედრები გაიმართება კვირაში 2-ჯერ 2 საათის განმავლობაში, 1 სთ ეთმობა თეორიას, მეორე სთ ეთმობა პრაქტიკას.

ადამიანური რესურსი

თინათინ მანჯავიძე - UG ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის ასოცირებული პროფესორი, DMD, MPH, PhD  საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნორვეგიის არქტიკულ უნივერსიტეტისა და დაავადებათა კონტროლი ეროვნულ ცენტრის მკვლევარი ძირითად სამუშაო მიმართულებებია ეპიდემიოლოგია, პერინატალური ჯანმრთელობა, დიდი მონაცემთა ბაზების ანალიზი. მონაწილეობს ქართული და ნორვეგიული სადოქტორო პროგრამების დოქტორანტების კვლევების პროცესში, ასევე USA ფოგარტის სადოქტორო კვლევით პროექტში.  კურსის ხელ-ი  

 

შარლოტა რილანდერი - ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის  სრული პროფესორი ეპიდემიოლოგიის დარგში,  საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. წარმართავს  ეპიდემიოლოგიასა და კვლევის მეთოდებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრმების სტუდენტებისთვის ნორვეგიაში/ UiT. ძირითადი კვლევითი მიმართულებებია გარემოს, პერინატალური და კიბოს ეპიდემიოლოგია , არის რამდენიმე საერთაშორისო პროექტის მონაწილე, მ.შ. საქართველოში, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

 

ერიკ ანდა - ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის სრული პროფესორი ეპიდემიოლოგიასა და გლობალური ჯანმრთელობის დარგში,  მოწვეული პროფესორი საქართველოს უნივერსიტეტში. მუშაობს რეგისტრებზე დაფუძნებული კვლევების და გარემოს ჯანმრთელობის მიმართულებით. პანდემიის დროს ხელმძღვანელობდა სეროპრევალენტობის პროექტს ნორვეგიაში. მონაწილეობს საქართველოში რამდენიმე კვლევით პროექტში. საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

 

ეკატერინე ჩერქეზიშვილი - MD, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის

ხარისხი (MBA) Kent State University (OH, USA). საქართველოს უნივერსიტეტში უძღვება ეპიდემიოლოგიის, ბიოსტატისტიკისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კურსს მედიცინის პროგრამაზე. არის ფულბრაიტისა და მასკის პროგრამების კურსდამთავრებული. 2016-22 წლებში ხელმძღვანელობდა BMJ-ს კლინიკური გადაწყვეტილების ხელშეწყობის ინიციატივის საქართველოში დანერგვის პროექტს. ამჟამად, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის კონსულტანტი ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ადამიანური რესურსის გაძლიერების კუთხით.

 

კურსის შინაარსი სალექციო დღეების მიხედვით.

შეხვედრა 1  

22 მაისი ოთხშაბათი                  19:00 სთ.

ლექცია მონაცემთა დამუშავების ძირითადი პრინციპები, Stata/R ინტერფეისი, ფაილის იმპორტი, ექსპორტი, do-file.

სემინარი პრაქტიკული დავალება მონაცემთა ბაზების ფორმირებისა და დამუშაების ძირითად პრიციპებზე

შეხვედრა 2

24 მაისი პარასკევი                  19:00 სთ.

ლექცია codebook - შექმნა, მონაცემთა ანალიზის დაწერის პრინციპები და მნიშვნელობა. Stata – ცვლადების აღწერილობა, codebook, ფორმატი, დრო/თარიღი ცვლადებთან მუშაობა, ფაილების დაკავშირება (merging).

სემინარი პრაქტიკული დავალება, ბაზებთან მუშაობა

შეხვედრა 3

27 მაისი        ორშაბათი               19:00 სთ.

ლექცია მონაცემთა გასუფთავება, ექსტრემალური მნიშვნელობების (Outliers) აღმოჩენა, უცნობი მნიშნელობები, ახალი ცვლადების შექმნის პრინციპები - Stata

სემინარი პრაქტიკული დავალება, ბაზებთან მუშაობა

შეხვედრა 4

29 მაისი ოთხშაბათი,                     19:00 სთ.

ლექცია აღწერილობითი სტატისტიკა - Stata/R - შემაჯამებელი ცხრილების შექმნა, ტაბულაცია, სიხშირის ცხრილების შემუშავების პრინციპები

სემინარი პრაქტიკული დავალება, ბაზებთან მუშაობა

შეხვედრა 5

3 ივნისი ორშაბათი,                     19:00 სთ.

ლექცია მონაცემთა დამუშავების საბაზისო პრინციპები R-ში

სემინარი პრაქტიკული დავალება, ბაზებთან მუშაობა

შეხვედრა 6

5 ივნისი ოთხშაბათი,                     19:00 სთ.

ლექცია მონაცემთა ბაზების სხვადასხვა ფორმატები: wide-long ფორმატები Stata-ში, longitudinal data- განმეორებითი გაზომვების შეფასება. გრაფიკები - scatter plot, histogram

სემინარი პრაქტიკული დავალება, ბაზებთან მუშაობა

შეხვედრა 7

10 ივნისი ორშაბათი,                     19:00 სთ.

ლექცია აღწერილობითი სტატისტიკა - Stata/R - შემაჯამებელი ცხრილების შექმნა, ტაბულაცია, სიხშირის ცხრილების შემუშავების პრინციპები მონაცემთა ანალიზი/დამუშავების პრაქტიკული მაგალითები, ეთიკური საკითხები, GDPR წესები

სემინარი ჯგუფური სამუშაო ქეისები

შეხვედრა 8

12 ივნისი ოთხშაბათი,                     19:00 სთ.

ლექცია ქაი-კვადრატი, კორელაციის კოეფიციენტი და რეგრესია Stata-ში

სემინარი პრაქტიკული დავალება, ბაზებთან მუშაობა

დასკვნითი დავალება-პრეზენტაცია

15 ივნისი            შაბათი

კურსის მონაწილეების პრეზენტაციების წარდგენა

2 სთ

 

ძირითადი ლიტერატურა:

1.       STATABASE REFERENCE MANUAL RELEASE 18 chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://www.stata.com/manuals/r.pdf

2.       STATAUSER’S GUIDE RELEASE 18 chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://www.stata.com/manuals/u.pdf

3.       Big data analytics in healthcare – Kulkarni, Siarry, Singh, Abraham, Zhang, Zomaya, Baki, 2020. Springer https://link.springer.com/book/10.1007/978-3-030-31672-3

4.       R manuals - https://cran.r-project.org/manuals.html

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ, 19:00 საათზე, ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის ქავთარაძის ფილიალში.

მისამართი: პეტრე ქავთარაძის 21ა, ჩიხი 4.

კურსის ღირებულება შეადგენს 650 ლარს.

ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა წარმატებულ 3 აპლიკანტს ( საუკეთესო სამოტივაციო წერილი და ზეპირი გასაუბრების შედეგები) თანაგადახდის სახით უფინანსებს სწავლის ღირებულების 50%-ს, ხოლო მიზნობრივად, კომპეტენციის გაძლიერების მიზნით, სკოლის 2 თანამშრომლს სრულად უფინანსდება სწავლა.

გადახდა წარმოებს ეტაპობრივად: 350 ლარის გადახდა წარმოებს სწავლის დაწყებამდე  არაუგვიანეს 3 დღისა, სწავლების მესამე კვირას ხდება სწავლის ღირებულების დარჩენილი ნაწილის 300 ლარის გადახდა, შესაბამისად, იგივე გრაფიკით თანაგადახდის დროს.

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-14 პირი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 19 მაისი.

გასაუბრებები აპლიკანტებთან ჩატარდება ორშაბათს, 20 მაისს, ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით ZOOM-ის პლატფორმაზე.

რეგისტრაციის გასავლელად აპლიკანტის მიერ ქვემოთ მოცემულ სარეგისტრაციო ფორმაში წარმოდგენილი და ატვირთული უნდა იქნეს შემდეგი საბუთები:

1. პირადობის მოწმობის ასლი.

2. რეზიუმე/CV, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცავდეს სამოტივაციო წერილს.

3. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

4. სწავლის საფასურის გადახდის საბუთი.

 

საკონტაქტო პირი: ბესიკ ლუხუტაშვილი, ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი

ელ. ფოსტა: besik.lukhutashvili@ug.edu.ge

მობ.: 577 46 92 96; 599 88 44 13.

 

 









ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი