 
                    
ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა აკადემიური პერსონალისთვის აწყობს ონლაინ ტრენინგს:
სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების მეთოდები - "გადმობრუნებული საკლასო ოთახის" დიზაინი და აპლიკაციები
წარმოდგენილი ტრენინგი მიზნად ისახავს ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის სასწავლო პროგრამების მხარდაჭერას სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების მეთოდების , მათ შორის "გადმობრუნებული საკლასო ოთახის" დიზაინის შექმნასა და შემდგომ დანერგვაში.
ტრენინგის პროგრამის ხელმძღვანელი : დ. სალჩიდო - ტაიპეის უნივერსიტეტის კლინიკური სწავლების და განათლების კვლევისა და ინოვაციების ცენტრის დირექტორი.
ტრენინგის ორგანიზატორი და პროგრამის თანახელმძღვანელი: ე. ნიკოლეიშვილი, პროფესორი, სამედიცინო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი.
სპიკერი - იერკო ბეროკალი, ჩიკაგოს ილინოისის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ:
1. გამოავლინონ სწავლა-სწავლების მეთოდის "გადმობრუნებული საკლასო ოთახის "ძირითადი ელემენტები.
2. საკუთარ თავზე, როგორც მოსწავლემ (სტუდენტმა) გამოსცადონ "გადმობრუნებული საკლასო ოთახის " მეთოდის დადებითი და უარყოფითი ასპექტები.
3. გამოიყენონ საუკეთესო პრაქტიკა "გადმობრუნებული საკლასო ოთახის " დიზაინის, განვითარებისა და დანერგვისათვის.
4. გამოიყენონ "გადმობრუნებული საკლასო ოთახის "მეთოდი არსებული საგანმანათლებლო კურიკულუმის მიმართ (სილაბუსებში მისი ინტეგრაციის შედეგად).
რჩევები ტრენინგის წარმატებით ჩატარებისათვის
● მკაცრად რეკომენდებულია შემოუერთდეთ ონლაინ სესიებს კომპიუტერიდან, რათა სრულად მიიღოთ მონაწილეობა ინტერაქტიულ სესიებზე;
● ასევე რეკომენდებულია შეამოწმოთ თქვენი მიკროფონები, რათა , როცა თქვენ არ საუბრობთ, იმ შემთხვევებისთვის, შესაძლებელი იყოს გამორთვა რომბსხვებს ხელი არ შეეშალოს;
● თუ ინგლისური ენის გაგებისათვის მხარდაჭერა გჭირდებათ, შეგიძლიათ დასვათ კითხვები ქართულად და დაგეხმარებით თარგმნაში;
● დასვით ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც შეიძლება გქონდეთ რაც არ უნდა მარტივად მოგეჩვენოთ ის;
● თუ გაგიჭირდეთ სესიის წამყვანის გაგება, გთხოვთ შეგვატყობინოთ, რათა შევცვალოთ ენის სიჩქარე და სირთულე სესიის განმავლობაში;
● მისასალმებელია თქვენი აქტიური მონაწილეობა პრაქტიკულ აქტივობებში და კითხვა-პასუხის სესიაში;
● გთხოვთ, ტრენინგის მსვლელობისას ჩართოთ თქვენი კამერა, რათა უფრო ადვილად ვითანამშრომლოთ;
● ეს სესია განკუთვნილია გამოცდილი ლექტორებისათვის. თქვენი იდეები, გამოცდილება და მოსაზრებები ძალიან ღირებულია, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი კომენტარები.
ტრენინგი გაიმართება 2021 წლის 27-28 ნოემბერს და 4 დეკემბერს, დილის 10 საათიდან საღამოს 16 საათამდე. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 ნოემბერი.
ტრენინგის პროგრამა
| 27.11.21 | დღე 1: „გადმობრუნებული საკლასო ოთახი“ სწავლა-სწავლების მეთოდის გაცნობა | |
| დრო | აქტივობა 
 | ტრენერები | 
| 10:00-10:10 | ტრენინგის გახსნა | ე. ნიკოლეიშვილი დ. სალჩიდო | 
| 10:10-10:50 | „გადმობრუნებული საკლასო ოთახი“ როგორც სწავლა-სწავლების მეთოდოლოგია ჯანმრთელობის დაცვის სასწავლო პროგრამებისათვის | დ. სალჩიდო | 
| 10:50-11:00 | შესვენება | 
 | 
| 11:00-11:50 | ექსპერიმენტული სწავლება: „გადმობრუნებული საკლასო ოთახი“ აქტივობა | დ. სალჩიდო | 
| 11:50-12:00 | შესვენება | 
 | 
| 12:00-12:30 | „გადმობრუნებული საკლასო ოთახი“ არსებული გამოცდილების განხილვა | ე. ნიკოლეიშვილი დ. სალჩიდო | 
| 12:30-13:00 | დისკუსია : გამოსადეგია თუ არა „გადმობრუნებული საკლასო ოთახის“ მეთოდი ჩემი საგნის სწავლებისათვის | ე. ნიკოლეიშვილი დ. სალჩიდო | 
| 13:00-13:30 | სადილი | 
 | 
| 13:30-14:00 | მეთოდის „გადმობრუნებული საკლასო ოთახი“ გამოყენება პრეკლინიკურ დისციპლინებში | დ. სალჩიდო | 
| 14:00-14:30 | მეთოდის „გადმობრუნებული საკლასო ოთახი“ გამოყენება კლინიკურ დისციპლინებში | დ. სალჩიდო | 
| 14:30 | ჯგუფური დისკუსია : მეთოდის „გადმობრუნებული საკლასო ოთახი" გამოყენების შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოს ჯანდაცვის პროფესიონალების განათლებაში” | ე. ნიკოლეიშვილი დ. სალჩიდო | 
| 15:00-15:10 | შესვენება | 
 | 
| 15:10-15:50 | კითხვები და პასუხები/დისკუსია | ყველა | 
| 15:50-16:00 | პირველი სამუშაო დღის შეჯამება | ე. ნიკოლეიშვილი დ. სალჩიდო | 
| 28.11.21 | დღე 2: მეთოდის „გადაბრუნებული საკლასო ოთახი“ განვითარება და დანერგვა | |
| დრო | აქტივობა 
 | ტრენერები | 
| 10:00-10:10 | ტრენინგის გახსნა | ე. ნიკოლეიშვილი | 
| 10:10-11:00 | მეთოდი „გადმობრუნებული საკლასო ოთახი“ ჩიკაგოს ილინოისის უნივერსიტეტში | Y. Berrocal | 
| 11:00-11:10 | შესვენება | 
 | 
| 11:10-11:30 | დიზაინ-აზროვნების პრინციპების გამოყენება სამედიცინო განათლებაში | დ. სალჩიდო | 
| 11:30-12:00 | სასწავლო მიზნების დასახვა „გადმობრუნებული საკლასო ოთახი“ს მეთოდის გამოყენებით | დ.სალჩიდო | 
| 12:00-12:10 | შესვენება | 
 | 
| 12:10-13:00 | „გადმობრუნებული საკლასო ოთახი“ს მეთოდის განხორციელებისათვის საჭირო მასალების მომზადება | დ. სალჩიდო | 
| 13:00-13:30 | სადილი | 
 | 
| 13:30-14:20 | კლასის (სტუდენტების) აქტიურობისთვის საჭირო მასალების მომზადება | დ. სალჩიდო | 
| 14:20-14:50 | „გადმობრუნებული საკლასო ოთახი“ს სტრატეგიის შეფასება | დ. სალჩიდო | 
| 14:50-15:00 | მე-3 დღისთვის მოსამზადებელი სამუშაოების განხილვა | ე.ნიკოლეიშვილი დ.სალჩიდო | 
| 15:00-15:10 | შესვენება | 
 | 
| 15:10-15:50 | კითხვები და პასუხები/დისკუსია | ყველა | 
| 15:50-16:00 | დღის შეჯამება | ე. ნიკოლეიშვილი დ. სალჩიდო | 
| 
 | 
 | |
| 03.12.21 | დღე 3: მომზადებული სილაბუსის გაზიარება | 03.12.21 | 
| დრო | აქტივობა | ტრენერები | 
| 17:00-17:10 | ტრენინგის გახსნა 
 | ე. ნიკოლეიშვილი | 
| 17:10-19:00 | „გადმობრუნებული საკლასო ოთახი“ მომზადებული პრეზენტაციები | ე. ნიკოლეიშვილი დ. სალჩიდო | 
| 19:00-19:10 | შესვენება | 
 | 
| 19:10-20:00 | „გადმობრუნებული საკლასო ოთახი“ მომზადებული პრეზენტაციები-გაგრძელება | ე. ნიკოლეიშვილი დ. სალჩიდო |