ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ ბიზნეს საკონსულტაციო და აუდიტორულ კომპანიაში 1C ERP ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
· კლიენტის მიერ დასმული პრობლემის მოკვლევა/დიაგნოსტიკა;
· სამუშაო ფაილების/ინსტრუქციების მომზადება;
· კლიენტებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
· კლიენტებისგან სხვადასხვა ინფორმაციის გამოთხოვა;
· პროგრამის ფუნქციონალის ტესტირება;
· ტექნიკური დავალებების მომზადება;
· სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
· ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია მხარდაჭერის მიმართულებით);
· სასურველია ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
· ფინანსური აღრიცხვის ცოდნა;
· ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
· MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
· თანამედროვე ტექნოლოგიებთან/პროგრამულ უზრუნველყოფებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
· სამუშაო საათები - სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი;
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2022 წლის 27 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - 1C ERP ბიზნეს ანალიტიკოსი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.