EY-ში ჩვენ გეხმარებით, თავდაჯერებულად შექმნათ თქვენი მომავალი. ჩვენ ხელს შეგიწყობთ წარმატების მიღწევაში გლობალურად დაკავშირებულ, მრავალფეროვან გუნდებში და დაგეხმარებით თქვენი კარიერის თქვენთვის სასურველი მიმართულებით განვითარებაში. შემოუერთდით EY-ს და წვლილი შეიტანეთ უკეთესი სამუშაო სამყაროს შექმნაში.
პოზიციის შესახებ
როგორც Transfer Pricing-ის პირველი წლის ასისტენტი, იმუშავებთ სხვადასხვა ტიპის კლიენტთან და განივითარებთ ისეთ უნარებს, როგორიცაა:
- სატრანსფერო ფასებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
- საგადასახადო აუდიტის დროს სატრანსფერო ფასების დასაბუთება და დაცვა;
- სატრანსფერო ფასების პოლიტიკის გასაუმჯობესებლად სტრატეგიული მიდგომების შემუშავება.
ეს არის მზარდი მიმართულება, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, შეხვდეთ ახალ გამოწვევებს, პროფესიულად განვითარდეთ და მიიღოთ მხარდაჭერა EY-ის საგადასახადო სფეროს პროფესიონალებისგან.
თქვენი ძირითადი მოვალეობები
- სატრანსფერო ფასებთან დაკავშირებულ ტექნიკურ ანალიზში დახმარება, მათ შორის:
- ინდუსტრიის ანალიზი;
- კომპანიების ანალიზი;
- შედარებადობის ანალიზი (benchmarking studies);
- ეკონომიკისა და ფინანსების ცოდნის ეფექტურად გამოყენება სატრანსფერო ფასებთან დაკავშირებულ პროექტებში, მაგალითად:
- სტანდარტული სტატისტიკური მეთოდების გამოყენება;
- ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი;
- მონაცემების კლასიფიკაცია;
- საბუღალტრო და ფინანსურ მონაცემებთან მუშაობა, მათი ანალიზი და ფინანსური კორექტირებების გამოთვლა;
- სატრანსფერო ფასების ძირითადი პრინციპების შესწავლა და ყოველდღიურ საქმიანობაში მათი გამოყენება;
- გუნდის ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებაში დახმარება.
რა უნარებსა და კვალიფიკაციას ეძებენ
- ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ფინანსების, ეკონომიკის, ბუღალტერიის, კომპიუტერული ტექნოლოგიების, სამართლის, მათემატიკის ან მონათესავე მიმართულებით (მაგალითად, რაოდენობრივი მეთოდები);
- პროფესიული მომსახურების სფეროში ან პროფესიულ საგადასახადო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. Transfer Pricing-ის მიმართულებით გამოცდილება სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის;
- ინგლისური და ქართული ენების თავისუფლად ფლობა როგორც წერილობით, ისე ზეპირად;
- ფინანსური კვლევისა და ანალიზის ჩატარების უნარი; ფინანსური მოდელირების გარკვეული გამოცდილება დამატებითი უპირატესობა იქნება;
- სატრანსფერო ფასების ძირითადი პრინციპების შესწავლისა და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენების სურვილი;
- ადამიანებთან ურთიერთობისა და ზეპირი/წერილობითი კომუნიკაციის შესანიშნავი უნარები;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- სწრაფ და დატვირთულ პროფესიულ გარემოში მუშაობის უნარი.
EY გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურების პაკეტს, სადაც თქვენი ანაზღაურება/დაჯილდოება დაკავშირებული იქნება როგორც თქვენს პირად, ისე გუნდის შედეგებთან.
განაცხადის ბოლო ვადა 2 აგვისტო, 2026