ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის
ვაკანსია: 1st Year Technology Risk Assistant – EY
მდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 29 აგვისტო, 2025
ძირითადი მოვალეობები:
IT აუდიტისა და საინფორმაციო უსაფრთხოების პროექტებში დახმარება
ბიზნეს პროცესებსა და IT სისტემებში რისკების იდენტიფიცირება და შეფასება
ინფორმაციის შეგროვება, გადამოწმება და ანალიზი
სამუშაო ფაილების მომზადება და ანგარიშების მონახაზის შედგენა
მონაცემთა ანალიზის პროექტებში მონაწილეობა
ფინანსური აუდიტისა და საკონსულტაციო გუნდებთან თანამშრომლობა
მოთხოვნები:
ინტერესი ტექნოლოგიების, IT სისტემების ან საინფორმაციო უსაფრთხოების მიმართ
საბაზისო ცოდნა ქსელების, ოპერაციული სისტემებისა და მონაცემთა ბაზების შესახებ
Microsoft Office პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint)
კომუნიკაციის უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე
პოზიტიური დამოკიდებულება და დეტალებზე ორიენტირებულობა
უპირატესობა მიენიჭება:
კომპიუტერული მეცნიერებების, საინფორმაციო სისტემების ან ახლომდებარე მიმართულების სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს
ტექნოლოგიების სფეროში პირად ინტერესსა და მოტივაციას
რას არ მოიცავს პოზიცია:
პროგრამირება
სისტემური ან ქსელური ადმინისტრირება
პენეტრაციული ტესტირება ან კიბერუსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირება
ტექნიკური სისტემების იმპლემენტაცია (SIEM, DLP და სხვ.)
რას გთავაზობთ:
მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი
მუშაობის შესაძლებლობა წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან
პროფესიული განვითარებისა და ტრენინგების შესაძლებლობა
საერთაშორისო სერტიფიკატების მიღების პერსპექტივა (CISA, CISM, CISSP)
რეალური გამოცდილება IT აუდიტსა და რისკების მართვაში
როგორ გავაგზავნო განაცხადი:
გთხოვთ, განაცხადი შეავსოთ ბმულზე: ვაკანსიის ფორმა
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47