ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

აღრიცხვის ავტომატიზაციის მენეჯერი
8 October 2021

საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ ბანკში აღრიცხვის ავტომატიზაციის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

·         ბანკში მოქმედი სააღრიცხვო სისტემის მოწესრიგების პროცესში მონაწილეობის მიღება;

·         ახალი პროდუქტების, პროცესების ან ცალკეული ოპერაციების ასახვის მიზნით შესაბამისი სააღრიცხვო სქემების ჩამოყალიბება;

·         აღიცხვის პროცესში ჩაბმული ყველა სტრუქტურული ერთეულისთვის მონაცემთა ასახვის ნორმატიული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობა;

·         მონაცემთა ბაზებში ასახული ინფორმაციის მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება და მისი საშუალებით სააღრიცხვო პროცესის მუდმივი კონტროლი;

·         მოქმედი სააღრიცხვო სქემის ამსახველი ტექნიკური აღწერილობების სისტემის შექმნა;

·         ანგარიშგების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ცალკეული პროგრამების მონაცემთა ბაზებში არსებული უზუსტობების მუდმივი ძიება და მათი გამოსწორების უზრუნველყოფა;

·         ავტომატიზირებული ანგარიშგების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მონაცემთა სანახის მუდმივი განვითარება და სრულყოფა;

·         არსებული და ახალი ანალიტიკური და საანგარიშგებო ფორმების მაქსიმალური ავტომატიზაციის პროცესში მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები:

·         უმაღლესი განათლება ეკონომიკის / ბიზნესის / საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;

·         POWER BI-ის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;

·         SQL-ის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;

·         ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

·         პასუხისმგებლობის გრძნობა;

·         გუნდური მუშაობის უნარი;

·         ანალიტიკური აზროვნება.

დამატებითი ინფორმაცია:

·         ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.

 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - აღრიცხვის ავტომატიზაციის მენეჯერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111.  career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი