ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში უმცროსი HR სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში მიმდინარე სხვადასხვა საკითხებში ჩართულობა;
· შემოსული რეზიუმეების ბაზის მართვა, საკადრო რეზერვების ფორმირება;
· რეზიუმეების გადარჩევის პროცესში განყოფილების მხარდაჭერა;
· ტესტირების ორგანიზება/ჩატარება;
· განყოფილების საკანცელარიო საქმიანობის მართვა, სხვადასხვა ტიპის ბრძანებების მომზადება, ინფორმაციის ბაზების მუდმივი კონტროლი და განახლება;
· საჭიროების შემთხვევაში განყოფილების მხარდაჭერა ნებისმიერი პროექტის ფარგლებში;
· უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
· სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
· სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
· საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
უნარები:
· კომუნიკაბელური;
· დეტალებზე ორიენტირებული;
· ორგანიზებული;
· გუნდური მუშაობის უნარი;
· სიახლეების მიმართ პოზიტიური და მოქნილი დამოკიდებულება;
· პრობლემების გადაჭრის უნარი;
· შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებული.
სამუშაო ტიპი - სრული, ანაზღაურებადი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2019 წლის 17 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - უმცროსი HR სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).