საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ადმინისტრაციული ასისტენტის მიმართულებით ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტის კლიენტებისთვის შეთავაზების, ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტების, ინვოისების და სხვა მსგავსი დოკუმენტაციის მომზადება (მათ შორის ინგლისურ ენაზე);
- სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და საჭიროებისამებრ ატვირთვა;
- კლიენტის მიღება დადგენილი პროცედურების დაცვით;
- კლიენტის დავალიანების კონტროლი და შესაბამისი პირების ინფორმირება;
- თანამშრომლების დაკვალიანება და მხარდაჭერა სხვადასხვა ადმინისტრაციულ საკითხებში.
ძირითადი მოთხოვნები:
- ადმინისტრაციული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
- სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel).
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ორგანიზებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი.
- სამუშაო საათები სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023 წლის 28 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ადმინისტრაციული ასისტენტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.