ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ არქიტექტორულ კომპანიაში ადმინისტრაციისა და ადმინისტრირების მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· განცხადებების/წერილების შედგენა;
· კომპანიის კლიენტებთან კომუნიკაცია;
· ხელშეკრულებების შედგენა;
· სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება სამართლის მიმართულებით;
· საოფისე კომპიუტერული პროგრამების, ინტერნეტის (სოც. მედია) ცოდნა;
· გამართული აკადემიური წერის უნარი;
· ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
დამატებითი დეტალები:
· სამუშაო გრაფიკი - სრული (ლექციებთან შეთავსებით);
· შერჩევის პროცესი: CV-ების გადარჩევა, გასაუბრება;
· ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის ცოდნისა და კომპეტენციიდან გამოდინარე;
· დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ ლინკზე.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე 2020 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ვაკანსია-თანაშემწე.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).