ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

ანაზღაურებად სტაჟირება აუდიტისა დეპარტამენტში-ECOVIS Georgia

9 January 2026

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია ECOVIS Georgia აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურებების დეპარტამენტში აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას  (დასაქმების პერსპექტივით).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •          კლიენტების ძირითადი ბიზნეს პროცესების შესწავლაში მონაწილეობის მიღება;
  •        აუდიტორის ზედამხედველობით აუდიტის გეგმის შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
  •          აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
  •         კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად პირველადი დოკუმენტების დამუშავება და შენახვა;
  •         ინვენტარიზაციის პროცესის დაკვირვება და შერჩევითი გადათვლები;
  •         აუდიტის პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  •          პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
  •          კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

  •          საბაზისო განათლება ფინანსებში (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები);
  •          ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  •          საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (პრიორიტეტულია ექსელი);
  •          ანალიტიკური აზროვნება;
  •          ეფექტური კომუნიკაციის და აზრის გასაგებად გადმოცემის უნარები;
  •          გუნდურად მუშაობის უნარი;
  •          სხარტი აზროვნების უნარი;
  •          პროაქტიურობა;
  •          შრომისმოყვარეობა;
  •          პროფესიული განვითარების მოტივაცია.

დამატებითი ინფორმაცია:

·         სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე

·         სამუშაო საათები: 09:00 – 18:00

·         სტაჟირების პერიოდი: 6 თვე

·         სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

ტესტირება:

·         ხანგრძლივობა: 20-30 წუთი

·         ტესტირების თემა: ზოგადი უნარები, საბაზისო ცოდნის შემოწმება ბუღალტერიასა და ფინანსებში.

გასაუბრება - ტესტიტების წარმატებით გავლის შემთხვევაში.

ასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  •          Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს;
  •        გრძელვადიანი კარიერის დაგეგმვას;
  •         სამუშაო განაკვეთისა და უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსებას;
  •          კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
  •          კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
  •          თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
  •          პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
  •          სამედიცინო დაზღვევას;
  •          სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.

 დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge.

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: www.ecovis.ge   

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში.

აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.

 

 
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი