სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას (დასაკუთრებული აქტივების რეალიზება).
მდებარეობა: თბილისი; ავჭალა
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ:
- გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
- თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სარეალიზაციო აქტივების აუქციონის ორგანიზება;
- სარეალიზაციო აქტივების რეესტრის წარმოება;
- მეორადი ავტომობილების შეფასება და სისტემაში ასახვა;
- პოტენციური მყიდველის მოძიება, მათთან კომუნიკაცია და სისტემაში რეგისტრაცია;
- მყიდველისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება;
- მიღებული ინფორმაციის ასახვა კომპანიისსაინფორმაციო სისტემაში, შიდა პროცედურების მიხედვით;
- ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- მომსახურების და/ან გყიდვების სფეროში მცირედი სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- Microsoft Office პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.
დამატებითი უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი
რეზიუმეს გასაგზავნად, გთხოვთ გადახვიდეთ აღნიშნულ ბმულზე: https://www.app.helio-ai.com/apply/ylyxqnp35wqrsa3l?src=The%20University%20of%20Georgia
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47