ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

ანაზღაურებად სტაჟირება HR დეპარტამენტში- კომნეპნსაციებისა და ბენეფიტების სამსახური.
19 March 2025

 

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჰანიველ ცემენტი აცხადებს ვაკანსიას ანაზღაურებად სტაჟირებას HR დეპარტამენტში- კომნეპნსაციებისა და ბენეფიტების სამსახურში.

ლოკაცია: თბილისი, ყაზბეგის 21

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი.                                                                                        

დასაქმების ხანგრძლივობა: 6 თვე.

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

  •          მომსახურე სატელეფონო კომპანიის, ხარჯების, პაკეტების, ლიმიტების განახლება, დეშბორდის ანალიზი;
  •         სხვადასხვა რეპორტების წარმოებაში ჩართულობა;
  •          კონტროლინგის დეპარტამენტისთვის თანამშრომლების რაოდენობებისა და სამუშაო საათების რეპორტის მომზადება;
  •          იჯარების ხელშეკრულებების, კორპორატიული ავტომობილების, საწვავის ხარჯის ანალიზი და ყოველთვიური ცვლილებების განხორციელება;
  •          კომპანიის ბენეფიტების მართვაში მონაწილეობის მიღება;
  •          თანამშრომლებთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება, სხვადასხვა ტიპის რეპორტებისთვის;
  •        თანამშრომლებთან დაკავშირებულ სხვადასხვა კვლევებში ჩართულობა;             
  •         კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებსა და რეგულაციების დაცვა.                                                     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

·         მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი, სასურველია ბიზნეს სკოლების ბიზნეს ადმინისტრირების / ეკონომიკის მიმართულებების სტუდენტები;

·         MS Office-ის პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; 

·         ანალიტიკური უნარები;

·         ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 

·         გუნდური მუშაობის უნარი; 

·         დეტალებზე ორიენტირებულობა; 

·         ადაპტაციისა და მარტივად ათვისების უნარი;

არსებული ბენეფიტები:

  •         ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო  პირობებით;
  •          სატელეფონო ლიმიტი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით)

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სტაჟიორი კომნეპნსაციებისა და ბენეფიტების სამსახურში

 დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების   სამსახურიში . აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.

 

 საკონტაქტო ინფორმაცია:

E-mail: m.urtashvili@ug.edu.ge

Tel: +995 577 533 327

 

გისურვებთ წარმატებას!

             

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით. 

 

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე. 

 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.  

 

ჰანიველ ცემენტი  კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. 

 

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი