საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ანაზღაურებად სტაჟირებაზე ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულებით ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- ბუღალტრული გატარებების წარმოება ადგილობრივ პროგრამაში;
- ინფორმაციის გადამოწმება/დადარება პირველად წყაროსთან;
- სამუშაო ფაილების აწყობა/გადაწყობა/დადარება Excel - ის პროგრამაში;
- სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა;
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - სასურველია ფინანსური;
- აღრიცხვის ან ბუღალტერიის სპეციალობით (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებიც);
- ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
- MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი;
- ხანგრძლივობა - 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ანაზღაურებადი სტაჟირება, ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულება.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.