საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ პროექტებიის კოორდინატორის ასისტენტის სტაჟირებაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობა, პირველადი ინფორმაციის დამუშავება;
- ფაქტიური მენეჯერული მოგება-ზარალის, ფულადი სახსრებისა და ბალანსის შედგენის პროცესში მონაწილეობა, ბუღალტრული ინფორმაციის დამუშავება და უწყისების აწყობა.
- შემოსავლების, ცვლადი და ფიქსირებული ხარჯების შედარება/ანალიზი ბიუჯეტთან და წინა პერიოდებთან.
- გაყიდვების და წარმოების მაჩვენებლების რეპორტების შედგენაში მონაწილეობა და ანალიზი.
- კომპანიის შესაბამისი ბაზრის კვლევა და მიღებული ინფორმაციის ინტერპრეტაცია.
- სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება.
- საჭიროებისამებრ, სხვა რეპორტების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება უმაღლესი განათლება ფინანსებში/ბიზნეს ადმინისტრირებაში (კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სტაჟირება არის ანაზღაურებადი;
- სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე;
- სტაჟირების ადგილი: ქ. თბილისი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ანაზღაურებადი სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.