ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
21 June 2023

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ანაზღაურებადი სტაჟირებაზე იურიდიულ დეპარტამენტში ერთ-ერთ კომპანიაში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
  • სამართლებრივი საკითხების შესწავლა და შემდგომი რეაგირება;
  • იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
  • წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
  • მოლაპარაკებების სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • დავალების შესაბამისად სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (განიხილება მე-4 კურსის სტუდენტიც);
  •  „საია“-სა და კერძო სექტორის რომელიმე ფირმაში გავლილი სტაჟირება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
  • სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;

 

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მიზანდასახულობა;
  • დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;

 

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: 300 ლარი საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის გარეშე.
  • სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ან 10:00-19:00. კანდიდატებს ექნებათ მოქნილი გრაფიკი სასწავლო პროცესების შესათავსებლად.
  • სტაჟირების ვადა: 6 (ექვსი) თვე.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.

 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023  წლის 15 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507.  career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი