საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ანაზღაურებად სტაჟირებზე სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის გუნდში ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- სამუშაო ფაილების მომზადება;
- კლიენტებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- კლიენტებისგან სხვადასხვა ინფორმაციის გამოთხოვა;
- პროგრამის ფუნქციონალის ტესტირება;
- ტექნიკური დავალებების მომზადება;
- სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა;
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებიც);
- სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
- MS Office-ის პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სტაჟირება არის ანაზღაურებადი;
- სამუშაო ადგილი: ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
- სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი;
- ხანგრძლივობა: 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023 წლის 12 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ანაზღაურებადი სტაჟირება სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის გუნდში.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.