ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მესამე და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ ორგანიზაციაში ანაზღაურებად სტაჟირებებზე.
სტაჟირების სპეციალიზაცია:
· მარკეტინგი;
· გაყიდვები;
· საზოგადოებასთან ურთიერთობა;
· გრაფიკული დიზაინი.
ძირითადი მოთხოვნები:
· ორგანიზებულობა;
· დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
· კონფლიქტურ სიტუაციებში ხალხთან ურთიერთობის უნარი;
· პასუხისმგებლობის გრძნობა;
· პერსონალური კომპიუტერის მაღალ დონეზე გამოყენების უნარ-ჩვევები და ცოდნა, მათ შორის MS Word, Excel, PowerPoint, MS Project;
· ქართულ ენაზე გამართულად წერისა და ანალიზის უნარი;
· ინგლისური, რუსული და/ან სხვა ენების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დამატებითი დეტალები:
· სტაჟირების პროგრამა ვრცელდება შემდეგ რეგიონებზე:
o თბილისი და შემოგარენი;
o იმერეეთი;
o კახეთი;
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხლეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - „ანაზღაურებადი სტაჟირება“ და მიმართულება, რომელზეც გსურთ განაცხადის გაკეთება (მაგ.: „ანაზღაურებადი სტაჟირება - მარკეტინგი“)
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.