საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
კომპანია გთავაზობთ:
- ტექნოლოგიების სფეროში გარკვევას;
- ტრენინგს მოწინავე პროგრამებში;
- მუშაობის გამოცდილებას წამყვან ქართულ IT კომპანიაში;
- მუშაობის გამოცდილებას საერთაშორისო პროექტზე;
- ანაზღაურებას სრული სტაჟირების განმავლობაში;
- კარგ სამუშაო გარემოს;
- სწავლასთან შეთვსების კუთხით სრულ ხელშეწყობას.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუდენტები დაეუფლებიან მანქანური დასწავლის ტექნოლოგიას (Machine learning) და მიიღებენ მონაწილეობას პროგრამის დატრენინგებაში.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- სტუდენტებს არ მოეთხოვებათ ცოდნა ტექნოლოგიების ან მათემატიკის მიმართულებით. ისინი საქმიანობას შეისწავლიან სტაჟირების ფარგლებში.
შერჩევის ეტაპები:
- სტუდენტის მიერ ინფორმაციის მოწოდება;
- სტუდენტთან დაკავშირება და ტექსტის შევსება;
- გასაუბრება და გაცნობა;
- მოგეცემათ პატარა დავალებები მიღებული ცოდნის შესაბამისად;
- შეირჩევა 10-15 სტუდენტი და ჩაუტარდებათ ხანმოკლე ტრენინგი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე დარეგისტრირება შეგიძლიათ აქ.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.