კომპანია „ასკანელი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას წარმოების დაგეგმვისა და ანალიტიკა-რეპორტინგის მიმართულებით.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
www.askaneli.ge
თუ ხარ მოტივირებული, გიყვარს ციფრებთან მუშაობა და გსურს მიიღო ძალიან კარგი გამოცდილება ძალიან მაგარ გუნდში - ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში, ეს შესაძლებლობა შენთვისაა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
ბაკალავრიატის სტუდენტი. უპირატესობა მიენიჭებათ მათემატიკის, სტატისტიკის, ბიზნესის ან ფინანსური მიმართულების სტუდენტებს.
-
MS Excel-ის კარგი ცოდნა (ფორმულები, ფუნქციები, ანალიტიკა, მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და ა.შ.).
-
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი.
-
დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.
ფუნქციონალი:
-
წარმოების პროცესების საფუძვლიანი შესწავლა და ანალიზი.
-
წარმოების დაგეგმვის პროცესში აქტიური მონაწილეობა.
-
მონაცემთა ბაზების დამუშავება, ანალიზი და რეპორტინგი.
-
წარმოების ეფექტურობისა და ნაშთების მონიტორინგი.
-
საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ.
მის: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი # 110 ა. ლილო მოლის მიმდებარედ.
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებასა და კვებას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ქართულენოვანი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@askaneli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.