საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ანაზღაურების ადმინისტრირების (ფეიროლის) სპეციალისტის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- სახელფასო უწყისის მომზადება და ხელფასების დარიცხვაში მონაწილეობის მიღება;
- ფეიროლთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება;
- ფეიროლის მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და დამუშავება ექსელის პროგრამით;
- თანამშრომელთა კონსულტირება სახელფასო საკითხებთან დაკავშირებით;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, შეიძლება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც.
- მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ანაზღაურების ადმინისტრირების მიმართულებით;
- აუცილებელია Excel-ის ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება.
შერჩევის ეტაპები:
- ტესტირება (IQ-ს და Excel-ის);
- გასაუბრება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. 8;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 საათი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ანაზღაურების ადმინისტრირების (ფეიროლის) სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.