საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ანგარიშგების მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთ კლინიკაში.
ძირითადი მოვალეობები:
- სტაციონარული პაციენტების გაწერის მონიტორინგი;
- ჰოსპიტალის ბაზაში რეგისტრირებული სტაციონარული/ამბულატორიული შემთხვევების ფინანსურად დამუშავება;
- საყოველთაო დაზღვევასთან, სადაზღვეო კომპანიებთან, სპონსორებთან, საჭიროების შემთხვევაში პაციენტის მეურვესთან და დაფინანსების სხვა წყაროებთან საანგარიშგებო ურთიერთობა;
- ანგარიშების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ეკონომიკური ან ფინანსების მიმართულებით) - მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ორგანიზებულობა, აკურატულობა;
- გამართული წერით და ვერბალური კომუნიკაცის უნარი;
- განვითარებული ანალიტიკური აზროვნება;
- განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო პირობები:
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლი, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (სტუდენტების შემთხვევაში არის ხელშეწყობის შესაძლებლობა);
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. N12.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ანგარიშგების მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.