საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ არქიტექტორის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
კომპანია გთავაზობთ:
- დინამიურ, შემოქმედებით და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
ძირითადი მოთხოვნები:
- გაქვს განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
- გაქვს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- კარგად ფლობ პროგრამებს Revit, Autocad, Photoshop, Illustrator (სხვა პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
- საშუალო/დიდი ზომის პროექტებზე და დეტალურ ნახაზებზე მუშაობის გამოცდილება შესაძლოა ჩაითვალოს უპირატესობად, თუმცა ეს არ არის აუცილებელი მოთხოვნა.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- გინდა, რომ შემოქმედებითად გადაჭრა კომპლექსური საკითხები;
- გაქვს სხვადასხვა დისციპლინას შორის კოორდინაციის უნარი და არ გაშინებს გამოწვევები;
- ხარ ორგანიზებული და შეგიძლია დროის სწორი მენეჯმენტი;
- შეგიძლია გუნდური მუშაობა და ხარ დეტალებზე ორიენტირებული;
- ხარ ცნობისმოყვარე და გაქვს სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023 წლის 20 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - არქიტექტორი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.