ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში აუდიტორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· კლიენტის ძირითადი ბიზნეს პროცესების შესწავლა კომპანიის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
· აუდიტის გეგმის შედგენამდე მეთოდოლოგიით განსაზღვრული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
· აუდიტის გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
· აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
· დასკვნის გაცემამდე პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
· მენეჯერის/უფროსი აუდიტორის მიერ პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
· კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
· მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
· ქართული და ინგლისური ენების ცოდნა, რუსული ენის ცოდნა სასურველია საბაზისო დონეზე;
· საოფისე პროგრამები (პრიორიტეტულია ექსელის ფლობა საშუალო დონეზე)
· აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში საბაზისო ცოდნა;
· ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება და ხშირად გამოყენებადი სტანდარტების ძირითადი პრინციპების გააზრებულად გამოყენება;
· ანალიტიკური აზროვნება;
· ეფექტური კომუნიკაციის უნარები და აზრის გასაგებად გადმოცემა;
· გუნდური მუშაობა;
· კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური გამოსავლის მოძიება;
· ინიციატივის საკუთარ თავზე აღების და განვითარების სურვილი.
დამატებითი ინფორმაცია:
· სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე;
· სამუშაო საათები: 10:00 – 19:00;
· ანაზღაურება: შეთანხმებით;
· ვაკანტური პოზიცია: 1;
· სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #11 (თბილისის ბიზნეს ცენტრი);
· ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
დასაქმების შემთხვევაში გთავაზოვთ:
· სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს;
· კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
· კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
· თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
· პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
· სამედიცინო დაზღვევას;
· სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - აუდიტორი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.