საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში აუდიტორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტის ძირითადი ბიზნეს პროცესების შესწავლა კომპანიის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
- აუდიტის გეგმის შედგენამდე მეთოდოლოგიით განსაზღვრული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
- აუდიტის გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
- აუდიტორების და სტაჟიორების საქმის ზედამხედველობა და ტრენინგი სამუშაო პროცესში;
- დასკვნის გაცემამდე პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
- მენეჯერის/უფროსი აუდიტორის მიერ პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
- კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის ან მინიმუმ ოთხწლიანი აუდიტორად მუშაობის გამოცდილება;
- ACCA პირველი ეტაპის სერთიფიკატი;
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
- საოფისე პროგრამები (პრიორიტეტულია ექსელის ფლობა მაღალ დონეზე)
- აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში პრაქტიკული ცოდნა;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება და ხშირად გამოყენებადი სტანდარტების მაღალ დონეზე ფლობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები და აზრის გასაგებად გადმოცემა;
- გუნდური მუშაობა;
- კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური გამოსავლის მოძიება;
- ინიციატივის საკუთარ თავზე აღების და განვითარების სურვილი.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე;
- სამუშაო საათები: 10:00 – 19:00;
- ანაზღაურება: შეთანხმებით;
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #11 (თბილისის ბიზნეს ცენტრი);
- ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
დასაქმების შემთხვევაში გთავაზოვთ:
- სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს;
- კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
- კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
- თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
- პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
- სამედიცინო დაზღვევას;
- სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2022 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - აუდიტორი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.