ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაში აუდიტორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· კლიენტის საქმიანობის შესწავლაში მონაწილეობის მიღება;
· აუდიტის სამუშაო ფაილების მომზადება;
· აუდიტორული რისკების იდენტიფიცირებაში უფროსი აუდიტორის დახმარება;
· უფროსი ადუტორის ზედამხედველობით აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვება აუდიტის გეგმის შესაბამისად;
· ინტერვიუები კლიენტის კომპანიის თანამშრომლებთან;
· პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
· მენეჯერის/ჯგუფის ხელმძღვანელის დახმარება საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
· ACCA - ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესად;
· მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმართულებით. სასურველია საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
· ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
· საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office) მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
· თავაზიანი და კეთილგანწყობილი;
· ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
· დროის ეფექტურად მართვის უნარი;
· ორგანიზებული;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· დეტალებზე ორიენტირებული;
· ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი დეტალები:
· სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი;
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხლეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ან თქვენი ლინქდინის პროფილი 2021 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge . სათაურის ველში მიუთითეთ - აუდიტორი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.