ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

აუდიტორი
23 January 2023

საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ აუდიტორის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტის საქმიანობის შესწავლაში მონაწილეობის მიღება;
  • აუდიტის სამუშაო ფაილების მომზადება;
  • აუდიტორული რისკების იდენტიფიცირებაში უფროსი აუდიტორის დახმარება;
  • უფროსი აუდიტორის ზედამხედველობით აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვება აუდიტის გეგმის შესაბამისად;
  • ინტერვიუები კლიენტის კომპანიის თანამშრომლებთან;
  • პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • მენეჯერის/ჯგუფის ხელმძღვანელის დახმარება საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმართულებით;
  • სასურველია საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • ACCA - ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office) მაღალ დონეზე ცოდნა.

 

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • თავაზიანი და კეთილგანწყობილი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

 

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა - ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი;
  • სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი.

 

დამატებითი ინფორმაცია:

ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.

 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023  წლის 31 იანვრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - აუდიტორი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507.  career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი