საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ლიზინგის ადმინისტრაციული მენეჯერის ანაზღაურებად სტაჟირებაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
კომპანია გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის (4%);
- კონკურენტულ საბონუსე სქემას;
- თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე.
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების მიზნით კლიენტებთან კომუნიკაცია;
- დაინტერესებული კლიენტების ბაზის შექმნა და კონტროლი;
- კლიენტისთვის ლიზინგის პირობების გაცნობა და შეთავაზებების გაკეთება;
- დაინტერესებული კლიენტებისგან საჭირო მონაცემების მიღება; მიღებული მონაცემების ხარისხის და შესაბამისობის კონტროლი;
- განაცხადის მომზადება და პროექტის დამტკიცება რისკების მენეჯერთან;
- პროექტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების გავლა და დოკუმენტაციის გაფორმება;
- არსებული და პოტენციური კლიენტების სერვისი, მათი საჭიროებების მიხედვით კოორდინაცია განყოფილებებში
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
- მდებარეობა: თბილისი (სათავო ოფისი);
- სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);
- სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი).
დამატებითი ინფორმაცია:
ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ავტოლიზინგის გაყიდვების მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.