ვაკანსია — B2B Growth Partner
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო მოდელი: ჰიბრიდული — 50% ოფისი / 50% დისტანციურად
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
ანაზღაურება: შეთანხმებით — ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
AccurAi-ის შესახებ
AccurAi არის ახალი თაობის კომპანია, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებულ ფინანსურ მომსახურებებს სთავაზობს.
კომპანია აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ფინანსურ სფეროში დაგროვილ გამოცდილებას და მომხმარებლებს აწვდის ავტომატიზებულ, ზუსტ და მასშტაბირებად გადაწყვეტილებებს ბუღალტრული აღრიცხვის, გადასახადებისა და შესაბამისობის (Compliance) მიმართულებით.
კომპანიის მიზანია ბიზნესის მფლობელებისთვის რთული ფინანსური პროცესების გამარტივება, რათა მათ შეძლონ ყურადღების გადატანა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე — საკუთარი ბიზნესის ზრდაზე.
პოზიციის შესახებ
ვეძებთ აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ B2B Growth Partner-ს, რომელიც სწრაფად მზარდ კომპანიაში იზრუნებს ახალი კლიენტების მოზიდვასა და არსებული კლიენტების შენარჩუნებაზე.
ამ პოზიციაზე თქვენი პასუხისმგებლობა იქნება ბიზნესკლიენტებთან ძლიერი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება, გაყიდვების ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და გარიგებების წარმატებით დასრულება.
B2B Growth Partner მართავს გაყიდვების სრულ პროცესს — პოტენციური კლიენტის იდენტიფიცირებიდან და შეფასებიდან დაწყებული, საბოლოო შეთანხმებისა და კლიენტის კომპანიის სერვისში ჩართვამდე.
პოზიცია ასევე გულისხმობს CRM სისტემისა და კლიენტების მონაცემების აქტიურ გამოყენებას, გაყიდვების პროცესის სტრუქტურირებულ მართვას და კომპანიის სხვადასხვა გუნდთან თანამშრომლობას შეთავაზებებისა და გაყიდვების სტრატეგიის გასაუმჯობესებლად.
ძირითადი მოვალეობები
- ახალი B2B გაყიდვების შესაძლებლობების მოძიება და განვითარება ბაზრის კვლევის, networking-ისა და პოტენციურ კლიენტებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით;
- პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაციის დაწყება და მართვა ელფოსტის, ტელეფონის, LinkedIn-ისა და პირისპირ შეხვედრების საშუალებით;
- კლიენტის საჭიროებების შესწავლა და მათზე მორგებული პროდუქტის პრეზენტაციის/დემონსტრაციის ჩატარება;
- კლიენტის ბიზნესმიზნებზე მორგებული ფინანსური სერვისებისა და გადაწყვეტილებების შეთავაზება;
- გაყიდვების სრული პროცესის მართვა — შეთავაზების მომზადებიდან გარიგების საბოლოო დახურვამდე;
- არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება რეგულარული კომუნიკაციისა და პროაქტიული მხარდაჭერის გზით;
- გაყიდვებთან დაკავშირებული ყველა აქტივობის დეტალურად აღრიცხვა;
- მენეჯმენტისთვის გაყიდვების შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება;
- მარკეტინგის, ოპერაციების და მომსახურების მიწოდების გუნდებთან თანამშრომლობა კლიენტების კმაყოფილებისა და წარმატებული onboarding-ის უზრუნველსაყოფად;
- გაყიდვების სტრატეგიის გაუმჯობესებაში საკუთარი იდეებისა და მოსაზრებების შეტანა;
- მომავალში გაყიდვების ახალი თანამშრომლების onboarding-სა და ტრენინგში დახმარება.
მოთხოვნები
- ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და კლიენტებთან ურთიერთობის უნარები;
- გაყიდვებისა და გაყიდვების მართვის დადასტურებული გამოცდილება;
- Account Management-ისა და Client Success-ის მიმართულებით გამოცდილება;
- ორგანიზებულობისა და დროის ეფექტურად მართვის კარგი უნარები;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- სასურველია ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის, მარკეტინგის ან მსგავს სფეროში;
- ფინანსური მომსახურებების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ბიზნესის მფლობელებთან და მეწარმეებთან კარგი პროფესიული კავშირების არსებობა.
რას გთავაზობთ
- რეალურ სამუშაო გამოცდილებას სხვადასხვა ინდუსტრიისა და მიმართულების კლიენტებთან;
- მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
- გრძელვადიანი კარიერული განვითარების შესაძლებლობას სწრაფად განვითარებად და ტექნოლოგიურ კომპანიაში.
თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული პოზიციით, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: careers@accurai.ge