ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამათავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციოკომპანიაში ბალანსის პრისელერის ვაკანსიაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· სააღრიცხვო პროგრამა „ბალანსის“ კლიენტებთან ურთიერთობის ეფექტური მართვა: მომართვების აღრიცხვა CRM პროგრამაში, შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკების პროცესში კომუნიკაციის წარმოება;
· კლიენტების საჭიროებების შესწავლა, მათი გადაწყვეტის გზების პოვნა პროგრამაში ეფექტური პრეზენტაციისთვის;
· კომერციული წინადადებების მომზადება;
· კლიენტთან საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება და კლიენტის მხრიდან ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
· 1 წლიანი გამოცდილება ამ, ან/და მსგავს პოზიციაზე;
· სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
· სასურველია ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
· MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა.
დამატებითი დეტალები:
· სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი;
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხლე აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 14 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ბალანსის პრისელერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.