ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ აუდიტორულ კომპანიაში BI ანალიტიკოსისა და ბიზნეს კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· მონაწილეობა ბიზნეს ამოცანის შესწავლის, ანალიზისა და გადაწყვეტილების დიზაინის შემუშავების პროცესში;
· პროგრამული უზრუნველყოფის იმპლემენტაციის პროცესში მონაწილეობა;
· საცალო ვაჭრობის გადაწყვეტილების განვითარებასა და დახვეწაზე ზრუნვა;
· Power BI-ში რეპორტების შემუშავება და პროცესის ავტომატიზაცია;
· გადაწყვეტილების გრძელვადიანი მხარდაჭერის გაწევაში მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები:
· MS office-ის ფლობა (ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა);
· საბუღალტრო ან/და ERP სისტემების უნარ-ჩვევების ქონა განიხილება უპირატესობად;
· პროგრამული უზრუნველყოფის, ბიზნეს ანალიტიკოსის და ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
· განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
· ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
უნარები:
· ანალიტიკური აზროვნების უნარი;
· მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
· დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
· პროაქტიული;
· საკითხების სწრაფად იდენტიფიკაციის და პრიორიტეტიზაციის უნარი;
· დროის ეფექტურად მართვის უნარი;
· ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო ტიპი - სრული, ანაზღაურებადი.
შერჩევის ეტაპები:
· გასაუბრება;
· პრეზენტაციის წარდგენა.
დაინტერესებულმა პირებმა შევასეთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთეთ CV 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - https://www.rsm.global/georgia/ka/insaitebi/sap-business-one/samushaos-mazieblis-onlain-aplikacia
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).