ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ბიუჯეტირების და ანალიტიკის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
კომპანია გთავაზობთ:
· პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
· მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემო.
ძირითადი მოვალეობები:
· სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში მონაწილეობის მიღება;
· ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის შეგროვება ცალკეული განყოფილებებისა და ერთეულებისგან;
· დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზედამხედველობით ყველა მიღებული ინფორმაციის დამუშავება;
· პირველადი სახის ბიუჯეტის შედგენა: თვეების და ცალკეული დანაყოფების მიხედვით;
· ბიუჯეტთან დაკავშირებული სხვადასხვა ანალიტიკური ანგარიშების მომზადება, რათა მოხდეს ძლიერი ბიუჯეტის კონტროლის და შესრულების მართვის ინსტრუმენტების უზრუნველყოფა;
· სიტყვიერი ანგარიშების და PowerPoint პრეზენტაციების ფინანსურ საკითხებზე მომზადება;
· სტრეს ტესტების, NPV, IRR, მომგებიანობის, სენსიტიურობის, SWOT ანალიზის განხორციელება;
· პროდუქტებისა და ცალკეული ბიზნეს ერთეულების მომგებიანობას დათვლა და ანალიზი;
· ახალი პროექტების პირველად ბიუჯეტის მომზადება და მომგებიანობის ანალიზი;
· ინფორმაციის მოძიება და ანალიზი რეპორტების მოსამზადებლად სხვადასხვა მომხმარებლებისთვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დახმარება.
ძირითადი მოთხოვნები:
· სრული ან არასრული უმაღლესი განათლება - ბიზნეს ადმინისტრირების/ფინანსების მიმართულებით;
· სასურველია ერთ წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
· ინგლისური ენა - B1 დონეზე ფლობა;
· საოფისე პროგრამების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (Microsoft Office Word/Excel/Powerpoint);
· IFRS, საგადასახადო კოდექსისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების ცოდნა - სასურველია.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
· კარგი ანალიტიკური უნარი;
· წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
· დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
· გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
· დროის ეფექტურად მართვის უნარი;
· დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
· სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
· მუშაობის ხანგრძლივობა - სრული
· სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი (თბილისი)
დამატებითი ინფორმაცია:
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2022 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ბიუჯეტირების და ანალიტიკის უმცროსი სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.