მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ თიბისი IT აკადემია Tether-თან პარტნიორობით ახალ საგანმანათლებლო პროგრამას, Blockchain Technology-ის იწყებს.
პროგრამის მიზანია მონაწილეებისთვის პრაქტიკული ბლოკჩეინ ცოდნის გაზიარება და ამ ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობების გაცნობა ბიზნესსა და პროდუქტის განვითარებაში.
კურსი განკუთვნილია 18 წელს ზემოთ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, განსაკუთრებით კომპიუტერული მეცნიერების, ბიზნესის, ფინანსების, პროექტებისა და პროდუქტების მართვის მიმართულების სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ გაეცნონ ბლოკჩეინის თანამედროვე ეკოსისტემასა და მის პრაქტიკულ გამოყენებას.
სწავლება ჩატარდება ონლაინ ფორმატში და იქნება 100%-ით დაფინანსებული. პროგრამას გაუძღვებიან სფეროს წამყვანი სპეციალისტები, ხოლო კურსის ფარგლებში მონაწილეები იმუშავებენ რეალურ ბიზნესქეისებსა და პრაქტიკულ პროექტებზე.
რეგისტრაცია აქტიურია 19 ივლისის ჩათვლით.