საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
კომპანია გთავაზობთ:
- გემრიელ და არომატულ ყავას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს და მუდმივ განვითარებას.
ძირითადი მოვალეობები:
- შესაბამისი მიმართულებების მარკეტინგული პროექტების მართვა (დაგეგმვა - განხორციელება);
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმარება, ბიუჯეტირება, საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა, სარეკლამო მასალების უზრუნველყოფა;
- შესაბამისი რეპორტინგი - კამპანიების შედეგები, დასრულებული თუ მიმდინარე პროექტების კომუნიკაციის/პროცესების ანალიზი;
- პროექტების ფარგლებში დავალებების განსაზღვრა და შესაბამის გუნდებთან მუშაობა - გრაფიკული დიზაინერები, ციფრული მარკეტინგი, PR.
ძირითადი მოთხოვნები:
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე;
- სხვადასხვა მიმართულებების გუნდებთან კომუნიკაციის გამოცდილება; (დიზაინი, Digital, PR…);
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე და კომუნიკაცია.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - Brand Manager.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.