საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე დეპარტამენტში ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- ბუღალტერის/მთავარი ბუღალტრის ან/და მენეჯერის მითითებების მიხედვით კომპანიის მიმდინარე საბუღალტრო საქმის დამოუკიდებლად წარმართვა - ოპერაციების შესრულება ან/და შესრულებულის მონიტორინგი;
- საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
- ხელფასის დარიცხვის უწყისის მიხედვით შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება ან/და მონიტორინგი;
- ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
- ბანკის ამონაწერის და სალაროს ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
- სესხების და საპროცენტო ხარჯების აღრიცხვა;
- სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა/მონიტორინგი, სავალუტე ნაშთების სისწორის უზრუნველყოფა(გადაფასების ოპერაციების შესრულება)
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა (შეძენა, ცვეთის დარიცხვა, რეალიზაცია)
- დებიტორული მოთხოვნებისა და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების სისწორის კონტროლი.
- დამკვეთი კომპანიის ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- დამკვეთისთვის წინასწარ შეთანხმებული ანგარიშების, რეპორტების მომზადების პროცესში ჩართულობა;
ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლერი განათლება ტექნიკური ან ეკონომიკური მიმართულებით.
- სავალდებულოა გავლილი ჰქონდეს ACCA-ს მინიმუმ ერთი დონე;
- სავალდებულოა ინგლისური B2 ენის დონეზე ცოდნა;
- სავალდებულოა საოფისე და ბუღალტრული პროგრამების ცოდნა.
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერის ასისტენტის პოზიციაზე.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
შერჩევის ეტაპები:
- წერითი დვალება: ხანგრძლივობა: 40 -50 წუთი; წერითი დავალების თემა: თეორიული/პრაქტიკული ცოდნის შემოწმება ბუღალტერიაში
- გასაუბრება - პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: შეთანხმებით
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #11 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)
დასაქმების შემთხვევაში კომპანია გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
- კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
- თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
- პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
- სამედიცინო დაზღვევას;
- სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსება.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ბუღალტრის ასისტენტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.