ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა, მაგისტრანტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში ბიზნეს პროცესების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· კომპანიაში მიმდინარე ბიზნეს პროცესების იდენტიფიცირება;
· ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება;
· ბიზნეს პროცესების ანალიზის, ოპტიმიზაციისა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში ჩართულობა;
· ბიზნეს პროცესის დოკუმენტური სახით ჩამოყალიბება და შესაბამისი ვიზუალური გამოსახულებების მომზადება;
· ბიზნეს პროცესის დანერგვის გეგმის შემუშავებასა და რეალიზებაში დახმარება;
· ბიზნეს პროცესების შესრულების მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირება;
· დოკუმენტირებული პროცესების პერიოდული გადახედვა და განახლება;
· განყოფილებაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· საოფისე პროგრამების ცოდნა;
· 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
· სასურველია, Visio, Lucidchart ან ბიზნეს პროცესების ასაწყობი სხვა პროგრამის საბაზისო დონეზე ცოდნა;
· სასურველია, ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.
უნარები:
· ანალიტიკური აზროვნება;
· გუნდურობა;
· ორგანიზებულობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· კომუნიკაბელურობა;
· პასუხისმგებლობის გრძნობა;
· სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
· პრიორიტეტების დასახვის და განსაზღვრულ ვადებში მუშაობის უნარი.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 5 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ბიზნეს პროცესების მართვის სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის ცენტრში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).