ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
· სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
· პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
· პროდუქტების გაყიდვა.
სამუშაო განაკვეთი - ცვლები: 10:00-დან 19:00-მდე ან 14:00დან 22:00-მდე.
ანაზღაურება: 500-650 ლარი
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2019 წლის 17 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - კონსულტანტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).