ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ ტექნოლოგიურ კომპანიაში კონტაქტ ცენტრის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· შემოსულ შეტყობინებებზე და ზარებზე უკუკავშირის დაბრუნება;
· პროვაიდერების მხარდაჭერა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით;
· საჭიროების შემთხვევაში, პროვაიდერისგან მიღებული საკითხის მოკვლევა ორგანიზაციის შიდა დეპარტამენტებთან და/ან პროვაიდერებთან და მომწოდებლებთან და უკუკავშირი მომმხარებელთან ან პროვაიდერთან;
· აპლიკაციაში მიღებული შეკვეთების კონტროლი და სტანდარტიდან გადახრის/დაგვიანების შემთხვეევაში მომხმარებელთან და მომწოდებელთან კომუნიკაცია;
· პერიოდულად, კამპანიის ფარგლებში გამავალი ზარების განხორციელება, ლოიალური მომხმარებლისთვის საჩუქრის ჩუქების მიზნით;
ძირითადი მოთხოვნები:
· MS Office-ის პროგრამებისა და სოციალური ქსელების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
· სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი, გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში.
პერსონალური მახასიათებლები:
· გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
· სიახლეებისადმი ღიაობა;
· ინიციატივების გამოხატვის სურვილი;
· სტრესული სიტუაციის გამკლავების უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
· დამსაქმებელი გთავაზობთ:
o ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს;
o მცოცავ განაკვეთს, რომელსაც ვფიქრობთ რომ კარგად შეუთავსებ სწავლას თუ სხვა პროცესს;
o კონკურენტულ ანაზღაურებას;
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2022 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ მისამართზე - jobs@ekimo.ge სათაურის ველში მიუთითეთ - კონტაქტ ცენტრის სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.