ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში კონტენტ სპეციალისტის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი:
· Paybox - ისა და Oppa -ს პროგრამული უზრუნველყოფისთვის კონტენტის განახლებების მომზადება.
ძირითადი მოვალეობები:
· მოწოდებული ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით გადახდის სერვისების აწყობა XML და Json ფაილებში: დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება, ტექნიკური დეტალების შეთანხმება, სერვისების დასამატებლად და ცვლილებებისათვის საჭირო კონტენტის მომზადება და პროგრამაში ასახვა;
· ცვლილებების საჭირო რგოლებთან შეთანხმება, ტესტირების შედეგების მიხედვით გასწორება და დადასტურება;
· საგადამხდელო არხებში (PayBox სწრაფი გადახდის ტერმინალები, OPPA ელექტრონული საფულე) ჩართული სერვისების მონიტორინგი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში გასწორების უზრუნველყოფა;
· საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
· ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
· XML და/ან JSON ფაილებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარები:
· დეტალებზე ორიენტირებული;
· ორგანიზებული;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· გუნდური მუშაობის უნარი;
· მოტივირებული.
დამატებითი ინფორმაცია:
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - კონტენტ სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.