ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

კორპორატიული/B2B გაყიდვების მენეჯერი

19 November 2026
საქართველოს უნივერსიტეტის  სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოში მოქმედ ერთერთ სადისტიბუციო  კომპანიაში კორპორატიული/B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 
 
ძირითადი პირობები:
  • მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 70
  • სამუშაო გრაფიკი:  10:00-19:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • ანაზღაურება: 2000 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები + გაყიდვებზე მიბმული საბონუსე სისტემა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა რელევანტური  მიმართულებით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3+ წლიანი გამოცდილება, სასურველია საავტომობილო სფეროში
  • ეფექტური პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარები
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგ სამომხმარებლო დონეზე ფლობა
  • სასურველია CRM-ში მუშაობის გამოცდილება
  • აუცილებელია ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა
  • მსუბუქი მანქანის მართვის გამოცდილება/B კატეგორიის მართვის მოწმობა
 
 
ძირითადი მოვალეობები:
 
  • პოტენციური კლიენტების მოძიება: სამიზნე სეგმენტის  მუდმივი მონიტორინგი და პოტენციური პარტნიორების (სასტუმროები, საწარმოო/ინდუსტრიული ზონები, მსხვილი ტურისტული ოპერატორები) ბაზის შექმნა/ზრდა
  • B2B კომუნიკაცია და მოლაპარაკებები: ცივი და თბილი ზარების განხორციელება, პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დანიშვნა და კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია.
  • კომერციული წინადადებების მომზადება: კლიენტის საჭიროებების შესწავლა და მათზე მორგებული ინდივიდუალური ფასთშემოთავაზებების მომზადება.
  • სეგმენტური გაყიდვების მართვა
  • ხელშეკრულებების გაფორმება: მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება და გაფორმების პროცესის მართვა.
  • ურთიერთობების მართვა: არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან მუდმივი კავშირი, მათი კმაყოფილების მონიტორინგი და სერვისის განახლება/გაფართოებ
  • ანგარიშგება: გაყიდვების გეგმის შესრულების მიმდინარეობისა და აქტივობების შესახებ ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი