საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოში მოქმედ ერთერთ სადაზღვევო კომპანიაში მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- დაზღვეულთა მომსახურება კომპანიის სერვისის სტანდარტის შესაბამისად;
- დაზღვეულთა სატელეფონო კონსულტაცია;
- კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად, მომსახურების მიღებასთან, დაფარვებთან, პროვაიდერულ ქსელთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
- სამედიცინო მომსახურების ორგანიზება პროვაიდერ ან/და არაპროვაიდერ კლინიკაში საქართველოს ფარგლებში (საზღვარგარეთ ასეთის კონტრაქტით დაფარვისა და მოთხოვნის შემთხვევაში);
- ოჯახის ექიმის კონსულტაციის/ბინაზე გამოძახების ორგანიზება;
- სადაზღვევო შემთხვევის კოორდინაცია და მართვა;
- ელექტრონულ სისტემაში (სოფტში) სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო მიმართვების შექმნა პროცედურით განსაზღვრული დელეგირების ფარგლებში;
- მიმართვების პროვაიდერი კლინიკისთვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიწოდების უზრუნველყოფა;
- მიმართვის ავტორიზების მოთხოვნა;
- განხილვის შედეგად უარყოფილი/არაავტორიზებული მიმართვების შესახებ დაზღვეული პირისათვის უარის შესახებ დასაბუთებული, არგუმენტირებული პასუხის მიწოდება წყაროს მითითებით;
- მიმართვის ავტორიზების მოთხოვნის, ავტორიზებისა და ადრესატისთვის მიწოდების პროცესის კოორდინირება და კონტროლი;
- დაზღვეულის მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მოწოდებული სადაზღვევო შემთხვევის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაციის მიღება და სოფტში საგარანტიო წერილის მოთხოვნის შექმნა, ანაზღაურების მოთხოვნის შექმნა, ადრესატისთვის დოკუმენტაციის მიღების წერილობითი დადასტურება;
- დადასტურებული საგარანტიო წერილის შესახებ ინფორმაციის ადრესატისთვის მიწოდება შესაბამისი კომენტარებითა და გადაწყვეტილების მიღების წყაროს მითითებით (ხელშეკრულების პუნქტი, პროტოკოლი, გაიდლაინი და ა.შ.);
- პრეტენზიის შემთხვევაში წერილობით არგუმენტირებული პასუხის მიწოდება;
- ანაზღაურების მოთხოვნის, საგარანტიო წერილის ავტორიზაციის და მიმართვის გაცემისას არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, კლინიკებთან კომუნიკაცია დოკუმენტაციის მოთხოვნის მიზნით;
- დაზღვეულისთვის ხელშეკრულების პირობების, გამონაკლისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უარის ახსნის მიზნით; საჭიროების შემთხვევაში საპრეტენზიო სამსახურთან გადამისამართება;
- მიღებული მომსახურების მონიტორინგი (ბინაზე ექიმის ან/და სასწრაფოს გამოძახების შემთხვევაში) სტანდარტის შესაბამისად;
- განაცხადის შევსებაში დაზღვეული პირის მხარდაჭერა (მ.შ. საპრეტენზიო ფორმა) და კომიტეტზე გატანის უზრუნველყოფა, პროცესის მონიტორინგი;
- საკუთარი საქმიანობის პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
- პრობლემური შემთხვევების განხილვა და დროული აღმოფხვრა, საჭიროებისამებრ;
მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში, მსგავს პოზიციაზე;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა