საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ დამწყები ფინანსური აუდიტორის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
კომპანია გთავაზობთ:
- პროფესიულ ზრდასა და განვითარებას;
- დასაქმების პირველი დღიდან ჩართული იქნებით მიმდინარე ფინანსური აუდიტის პროექტებში;
- გექნებათ საშუალება გამოცდილი მენტორების დახმარებით შეისწავლოთ ფინანსური აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები;
- კონკურეტული პირობები და კარგი სამუშაო გარემო, კვალიფიციური გუნდი.
ძირითადი მოვალეობები:
- ფინანსური აუდიტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
- აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა/მოპოვება;
- აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
- შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება აუდიტის მიზნებისთვის;
- აუდიტის მიმდინარეობის შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
ძირითადი მოთხოვნები:
- ფინანსების მიმართულებით დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- სასურველია მცირე სამუშაო გამოცდილება ფინანსური აუდიტის მიმართულებით;
- სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ბაზისური ცოდნა;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ფინანსური აუდიტის მიმართულებით პროფესიული განვითარების ინტერესი და სურვილი;
- დეტალებზე ორიეტირებულობა;
- მჭიდრო ვადებში მუშაობის შესაძლებლობა.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: საქართველო, თბილისი, სპორტის სასახლესთან;
- ანაზღაურება სრული სამუშაო განაკვეთის შემთხვევაში 500 ლარი საგამოცდო ვადის განმავლობაში.
დამატებითი ინფორმაცია:
ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023 წლის 20 თებერვალის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - დამწყები ფინანსური აუდიტორი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.